უკრაინაში შეიწყალეს ასობით მსჯავრდებული, რომლებიც იარაღით ხელში ქვეყანას დაიცავენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტთან არსებულმა შეწყალების კომისიამ მიიღო.
მონასტირსკიმ განაცხადა, რომ საუბარია რამდენიმე ასეულ მსჯავრდებულზე და ყველამ, ვისაც ოკუპანტებთან ბრძოლა შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს.