უკრაინის ჯარები მოქმედებენ ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტების მსგავსად, როდესაც ქალაქებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. ამის შესახებ ტელეარხ Fox Business-ზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მრჩეველმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ტაქტიკა აიხსნება იმით, რომ უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ მობილურობა, არ გააჩნიათ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საჰაერო საფარი. ამის გამო დასახლებულ პუნქტებში იმალებიან და მოსახლეობაში ერევიან.
„ეს ვნახეთ ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ჩვენ დავამარცხეთ ისლამისტები, ისინი გაიქცნენ ქალაქებში, გამოიყენეს ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ცოცხალი ფარი და ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ განადგურება. ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის, რაც დღეს ხდება: უკრაინის არმია იყენებს მოსახლეობას დამარცხების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მაკგრეგორმა.
ამერიკელმა პოლკოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე თავის ქმედებებში ცდილობს იყოს მაქსიმალურად ზუსტი და მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, განსხვავებით, კერძოდ, ერაყში აშშ-ს არმიისგან.
დასასრულს მაკგრეგორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოთხოვნა უკრაინას ნეიტრალური სტატუსის მინიჭების შესახებ ბუნებრივია და ეს თავად შეერთებული შტატების ინტერესებშია, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინა შეიძლება გახდეს ბუფერული ზონა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.