“ვამაყობ, რომ რუსი ვარ!” – რომელი რუსი სპორტსმენები არ უხრიან ქედს დასავლეთს?

დასავლეთში გაჩაღებული ანტირუსული კამპანიით დაზარალდა უამრავი უბრალო რუსი ადამიანი, მაგრამ, პირველ რიგში, დარტყმა კულტურისა და სპორტის სფეროებს მიადგა. ცნობილი კულტურული და სპორტული მოღვაწეებისგან ელიან და ხშირად ითხოვენ, რომ მათ დისტანცია დაიჭირონ სამშობლოსაგან. სამშობლო კი – რუსეთია.

სურათზე: ევგენი პლიუშჩენკო

 

ბევრი მოღვაწე ხმას არ იღებს, არიან ისეთებიც (და არც თუ ცოტანი), ვინც აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას და სამშობლოს, მაგრამ ასევე არც თუ ისე ცოტა მათგანისთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ არის იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას და მით უმეტეს, სამშობლოს, დაუპირისპირდნენ.

“მე ევგენი პლიუშჩენკო ვარ! მე რუსი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რუსი ვარ! დიდებულ რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში დავიბადე. რუსებო, მთელს მსოფლიოში თავაწეულებმა იარეთ და არ შეგრცხვეთ იმის, რომ ხართ რუსები. იამაყეთ იმით, რომ ხართ რუსები”, – აღნიშნულია სახელოვანი სპორტსმენის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის (ფიგურული სრიალი), ევგენი პლიუშჩენკოს Instagram-ზე განთავსებულ გზავნილში. “დიდხანს ვცხოვრობდი ვოლგოგრადში – სტალინგრადში. სპორტში გამოვდიოდი სანკტ-პეტერბურგის სახელით, ახლა ვცხოვრობ და ვმუშაობ მოსკოვის ოლქში. 4 ოლიპმიური მედალი, 4 ოლიმპიურ თამაშებზე, მოვუტანე ჩვენს სამშობლოს – რუსეთს!” – აღნიშნულია ამ ამაღელვებელ, შესანიშნავ გზავნილში.

Verified
I am Russian ! I ‘m proud to be Russian !!! I was born in Great Russia, in the Khabarovsk Territory. For a long time I lived in Volgograd -Stalingrad. I played for St. Petersburg in sports, now I live and work in the Moscow region. I brought 4 Olympic medals in 4 different Olympic Games to our motherland – Russia.! ??Stop Racism! Stop Genocide ! Stop Fascism! Меня зовут Евгений Плющенко ! Я -русский! Я -горжусь тем ,что я – РУССКИЙ! Я родился в Великой России ,в Хабаровском крае. Долгое время я жил в Волгограде -Сталинграде.Выступал за Санкт -Петербург в спорте, сейчас живу и работаю в Московской области . 4 олимпийские медали в 4 Олимпийских Играх принёс нашей родине -России.! Русские ,идите с поднятой головой во всем мире и не стесняйтесь, а гордитесь ,что Вы – Русские ! #stoprussianhate #ZaМир #СвоихНеБросаем #Россия ??

 

“ბოლო მომენტამდე არ მსურდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გამეკეთებინა. არ მსურდა არა იმიტომ, რომ მეშინია, უბრალოდ, პოლიტიკის საკითხებში ექსპერტად არ გამოვდგები, არასდროს ჩავრეულვარ და არც ვაპირებდი (პოლიტოლოგებისა და ვირუსოლოგებისაგან განსხვავებით, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში). მაგრამ, მეც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მაქვს ჩემი მოსაზრება, რადგან ყველა მხრიდან მექაჩებიან ამ საკითხისკენ, ვიტყვი ჩემს აზრს.

ომი – ის საშიშია. მაგრამ, მე მაოცებს ადამიანების აგრესია და ზიზღი, რომელიც ყოველდღიურად საზარელ მასშტაბებს იძენს.

წინააღმდეგი ვარ ეროვნებისა და წარმომავლობის მიხედვით დისკრიმინაციის. არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ. ვამაყობ ამით. ვერ გამიგია, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ახლა სპორტსმენები.

ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. რატომ შეიძლება ერთისთვის ყველაფერი, ჩვენ კი მხოლოდ გვადანაშაულებენ. რატომ გაჰკიოდა ყველა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, მაგრამ პირველსავე შესაძლებლობაზე, როცა საქმე რუსეთს ეხება, ეს პრინციპი ყველას ავიწყდება.

Тоттенхэм» снова хочет Дзюбу: трансфер ожидается летом | | moika78.ru -  Новости СПб

კიდევ გავიმეორებ, ომი საშინელებაა. სტრესულ სიტუციებში ადამიანები საკუთარ თავს ავლენენ, ხშირად უარყოფითს. რამდენი ბრაზი, ტალახი და ღვარძლი ესროლეს რუს ხალხს, განურჩევლად მათი პოზიციისა თუ პროფესიისა. რიგში ჩადექით ადამიანები, რომლებიც მუქარებსა და შეურაცხყოფას ავრცლებთ, ასეთი ათასობითაა.

ორმაგად უცნაურია ამ ყოველივეს მოსმენა იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც რუსეთმა ძალიან, ძალიან ბევრი გაუკეთა მათ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ნეგატივს წარმოშობს.

ომი დასრულდება, ადამიანური ურთიერთობები კი დარჩება. უკან გადახვევა უკვე შეუძლებელი იქნება. გახსოვდეთ ეს.

პ.ს. მინდა მივმართო რამდენიმე ვაი კოლეგას, რომლებიც ინგლისში თავიანთ სასახლეებში სხედან და სისაძაგლეებს ლაპარაკობენ: ეს ჩვენ ვერ შეურაცხგვყოფს, ყველაფერს ვხვდებით. ყველას გისურვებთ მშვიდობასა და სიკეთეს,” – ეს სიტყვები კი ცნობილმა ფეხბურთელმა, არაერთი გადამწყვეტი გოლის ავტორმა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების სახელით, არტიომ ძიუბამ დაწერა.

რაც შეეხება ტანმოვარჯიშე ივან კულიაკს, რომელმაც დოჰაში მიმდინარე მსოფლიო თასის ტურნირზე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციას რუსული დროშის აკრძალვა არ მოუთმინა, თავისებურ ხერხს მიაგნო – დროშის ადგილზე, მკერდზე, ლათინური ასო Z დაიტანა. ეს სიმბოლო ახატია რუსული ტექნიკის დიდ ნაწილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ კულიაკის პატრიოტულ აქტს დიდი აღშფოთება მოჰყვა დასავლელ სპორტულ ჩინოვნიკებში, მით უმეტეს, რომ რუსი სპორტსმენი პოდიუმზე უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან, ერთად დადგა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა (იმედია, ილია კოვტუნს მის ქვეყანაში გამეფებული რეჟიმი რუს სპორტსმენთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო არაფერს დაუშავებს!).

 

ImageImage

კიდევ არაერთი რუსი სპორტსმენი გამოხატავს მხარდაჭერას თავისი სამშობლოსადმი, შესაბამისი კლიპები რუსულ ტელეარხებზე გადის.