ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია – მდინარაძე

ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია – მამუკა მდინარაძე.

“რადიკალურ ოპოზიციას ჩემ გუშინდელ განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს. ერთადერთი, რაც პასუხად მოვისმინეთ, კვლავ ,,ფეიკი’’ და ოცდამეერთე საუკუნის შადიმანების მიერ ნაწარმოები კამპანიის გაგრძელებაა საკუთარი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ასე რომ, მათ არ აქვთ პასუხი:

1. რატომ ააგორეს ცრუ კამპანია საქართველოში ასოციათასი თუ ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ?!

2. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად რატომ ცდილობენ საქართველოს დაზიანებას ყველაფრის ფასად – მათ შორის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი პრორუსულობის იარლიყის მიკერებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით?!

და რატომ ვერ აღმოჩნდა ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადიც კი მათი ამ ისტერიული კამპანიისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი?!

3. რატომ ატყუებენ ყველას, რომ რუსეთთან რძეზე და ყველზე მიდის მოლაპარაკებები ახლა, მოცემულ სიტუაციაში, როდესაც, ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხთან გვაქვს საქმე?!

4. რატომ არიან ჩართულები ომის პროპაგანდაში და რატომ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის გაწირვას კატასტროფისთვის?!

5. რატომ შემოაპარებს ხოლმე მათი რომელიმე აქტივისტი ინფორმაციას, რომ თითქოს ქართული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლა ხდება?!

6. რატომ ცდილობენ დისკრიმინაციის გამართლებას და ამით ქვეყნის ომში ჩათრევის ალტერნატიული შანსის გაჩენას ან იმ ასიათასობით ქართველისათვის უდიდესი რისკის შექმნას, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ?!

7. ერთადერთ მდარე პიარსვლაზეც, რაც ამ მხილების პასუხად ქონდათ:

რატომ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ თავს ვესხმით უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ მათი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ამისთვის მოცლისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ პირიქით, ყველა ფორმატში გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, მათ კვლავ არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული?! არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული და უნიკალური

მტკიცებულება?! ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია!…” – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

წყარო: newposts.ge