რატომ დაწყევლა უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

“წყეულიმც იყოს”, – ასე მიმართავს უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას.

“წავიკითხე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს ივაჭროს რუსეთთან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და ამაში ამორალურს ვერაფერს ხედავს. …წყეულიმც იყოს იმისთვის, რომ როცა უკრაინა სისხლის გუბეშია, მას რუსეთთან ვაჭრობა სურს”, – აცხადებს გორდონი ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას.