პუტინი სანქციებზე – “ისეთი არაფერია, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ”

ისეთი არაფერია, რასაც ვერ მოვაგვარებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამთავრობო არხზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რითაც რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სანქციები არის „არამეგობრული ნაბიჯები“ რუსეთისა და მისი ეკონომიკის წინააღმდეგ.

„ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, – განაცხადა პუტინმა.

ამის შემდეგ მან დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, რომ ქამრები შემოიჭირიონ და თბილი ტანსაცმელი ჩაიცვან. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს კვლავ ასრულებს და არ არის დამნაშავე ფასების ზრდაში.

პუტინი ამაშიც დასავლეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ეს მათივე არასწორი გათვლების ბრალია“.