“შესანიშნავი ხარისხის კატლეტებს და რულეტებს ვაწარმოებთ…მოკითხვა McDonald’s” – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთიდან მაკდონალდსის რესტორნების გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი ხარისხის კატლეტებს და რულეტებს ვაწარმოებთ და თან ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს… მოკითხვა McDonalds.”- წერს მედვედევი vkontakte-ს გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „მაკდონალდსი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს და ყველა რესტორანს დროებით ხურავს. კომპანია რუსეთში 850 რესტორანს ფლობს.

„კონფლიქტი უკრაინაში და ჰუმანიტარული კრიზისი ევროპაში წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ვუერთდებით მთელ მსოფლიოს აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, – ნათქვამია „მაკდონალდსის“ აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის განცხადებაში.