რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო ყულებასთან ანტალიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ:
“ცეცხლის შეწყვეტის განხილვა არც ყოფილა დღევანდელი მოლაპარაკებების მიზანი”.
რუსი მინისტრის თქმით, ანტალიაში გამართული მოლაპარაკებები ბელარუსიის ტერიტორიაზე შემდგარი მოლაპარაკების ჯგუფის დღის წესრიგის თანახმად შედგა, ყველა ტექნიკური საკითხი ბელარუსიაში იქნა შეთანხმებული, საქმიან დონეზე. ამ დღის წესრიგისგან გადახვევას რუსეთი არ აპირებს – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა. დღის წესრიგში კი ნარჩუნდება უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და მისი ნეიტრალური სტატუსის მიღება – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.