უკრაინის ევროკავშირში შესვლის თემა ხვალინდელ დღეს არ ეხება- საფრანგეთის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში შესვლის თემა ხვალინდელ დღეს არ ეხება.

დღეს ევროკავშირის ლიდერები დღეს საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში შეხვედრას გამართავენ და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე იმსჯელებენ.

„ამას დრო დასჭირდება“, – აღნიშნა კლემან ბონმა საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში დებატებთან დაკავშირებით იმის თაობაზე, მიეცეს თუ არა უკრაინას სწრაფი ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი გზა, როგორც უკრაინის მიმართ სოლიდარობის ჟესტი რუსეთის შეჭრის ფონზე.

9 მარტს, საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გაძლიერებული პარტნიორობის ან „ასოცირება პლუსი პლუსის“ ფარგლებში, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზართან კავშირების გაფართოებასა და უკრაინის ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირებას განიხილავენ.

ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ახლა ვარიანტი არ არის.

„წევრობას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ჩართულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მოლაპარაკებების მომზადებაში, რომელიც ვერსალში 10 და 11 მარტს გაიმართება.