რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც რუსეთის მთავრობა ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, საქონელზე გაზრდილი მოთხოვნის გამო წარმოშობილ პრობლემებს რუსეთის ხელისუფლება გადაჭრის და ამას ხალხი ეტაპობრივად მოერგება.
„გასაგებია, რომ ასეთ მომენტებში, რა თქმა უნდა, იზრდება ხალხის მოთხოვნა გარკვეული ჯგუფების საქონელზე. მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მუშაობის პროცესში მშვიდ რეჟიმში მოვაგვარებთ ყველა ამ პრობლემას[…]
ნელ-ნელა ხალხი მიხვდება, რომ უბრალოდ არ არსებობს პრობლემები, რომელთაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთს სანქციებს ნებისმიერ შემთხვევაში დაუწესებდა. მისი თქმით, სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა ახალ სიტუაციასთან მოახდეს ადაპტირებას და გამოიწვევს რუსეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ზრდას.
„ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირდა და მზადაა, ქედმოხრილი დაეთანხმოს თავისი სუვერენის (ბატონის) ნებისმიერ გადაწყვეტილებას. რუსეთი ასეთ საცოდავ და განადგურებულ მგომარეობაში ვერ იცხოვრებს“, – განაცხადა პუტინმა.
“ნეტგაზეთი”