რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციების სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება ამ ორგანიზაციის მიერ რუსი ეროვნების ადამიანების მკვლელობის წაქეზებას.
კომპანია არ აპირებს, თავისი გვერდებიდან წაშალოს მოწოდებები, რუსეთის ხელისუფლებისა და სამხედროების მიმართ ძალადობრივი აქტებისკენ მოწოდებები.
“ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ მოქმედი ფედერალური კანონის შესაბამისად რუსეთის პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალოს კომპანია Meta Platforms Inc.-ის საქმიანობა”. – წერია პროკურატურის მიმართვაში.
ცოტა ხნით ადრე უკრაინაზე თავდასხმის გამო, Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების გავრცელების უფლება მისცა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში Meta-მ რუსული სამთავრობო მედიების გვერდებიც შეზღუდა.
2021 წლის მიწურულს, დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-მა სახელი Meta-თი შეიცვალა. Meta-ს ყველაზე ცნობილი პროდუქტებია სოციალური ქსელების Facebook და Instagram, ასევე მესენჯერი What’s Up