ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებული ნივთები უკრაინაში გაიგზავნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებული საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები უკრაინაში დღეს გაიგზავნა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე აქციის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებული საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები დახარისხდა და დაიტვირთა.

ტვირთი უკრაინაში დღეს გაიგზავნა.

წყარო: ptn.ge