ატომური ენერგიის სააგენტო: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია

უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება.

„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს 24 თებერვლიდან რუსული ჯარები აკონტროლებენ.