„ენერგოატომი“: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას “როსატომი” და რუსეთის ჯარები უზრუნველყოფენ

უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და პერსონალს განუცხადეს, რომ დღეიდან ობიექტი „როსატომის“ საკუთრებაშია.

„დღეს ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოვიდნენ ელექტროსადგურზე და შეკრიბეს მენეჯმენტი. მათი განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინას აღარ ეკუთვნის და „როსატომის“ საკუთრებაშია“, – ამბობს „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი პეტრო კოტინი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უმსხვილესი ელექტროსადგურია. რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას, რათა არ მოხდეს რადიოაქტიული ნივთიერებების უკრაინელი ექსტრემისტების ხელში მოხვედრა.