საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დღემდე კორონავირუსით სულ 1 634 686 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა 25 ადამიანი – პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.
ვირუსისგან 3 064 პირი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 584 440 -მდე.
ბოლო 24 საათში ჩატარდა – 13 522 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 877, PCR ტესტით – 2 645.
დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა – 9,19% შეადგინა, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო 7 დღის – 13,48%.
11 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 1 301 აცრა, სულ აცრილია – 2 832 291.