პუტინი მაკრონსა და შოლცს: “გავლენა მოახდინეთ კიევის ხელისუფლებაზე, რათა შეწყვიტოს დანაშაულებრივი ქმედება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ!”

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შაბათს სატელეფონო საუბარში განიხილეს უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნების შესრულებისათვის აუცილებელი შეთანხმების საკითხები. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.

პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლ. პუტინმა მოუწოდა მაკრონს და შოლცს, გავლენა მოახდინონ კიევის ქმედებებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტმა თანამოსაუბრეებს აცნობა საქმის რეალური მდგომარეობის შესახებ მათ მიერ  ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი. „კერძოდ, დასახელდა უკრაინის უშიშროების ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის მრავალი ფაქტი – არასასამართლო ანგარიშსწორება დისიდენტების მიმართ, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანთა ფარად გამოყენება, მძიმე იარაღის განთავსება საცხოვრებელ ადგილებში, საავადმყოფოებთან, სკოლებთან. საბავშვო ბაღებთან და ა.შ.“, – აღნიშნა კრემლმა. „ამავდროულად, ნაციონალისტური ბატალიონები სისტემატიურად აფერხებენ მოსახლეობის გადარჩენის ოპერაციებს, აშინებენ მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის მცდელობისას“ – აღნიშნულია ამავე განცხადებაში.

„ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს, მოახდინონ გავლენა კიევის ხელისუფლებაზე, რათა მან შეწყვიტოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში დონბასის რესპუბლიკების ლიდერების დახმარების თხოვნის საპასუხოდ. რუსული მხარის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციზაცია, ამ სახელმწიფოს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი, რუსეთის უფლების აღიარება ყირიმიზე, ასევე  დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარება. თავის მხრივ, აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.