თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვირას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომ ანკარა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს.
„ჩვენ პრინციპულად არ შევუერთდით სანქციებს და არც ვგეგმავთ შეერთებას.“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სანქციები არ გადაჭრის პრობლემებს და დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას.