დღევანდელი საქართველო ერთი დიდი “ქეთი დოლიძეა”!

ჩვენი საზოგადოების კრეტინიზმსა და უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ახლახან “ფეისბუკიდან” ამომიწერეს ციტატა და მაჩვენეს, ქალბატონ ქეთი დოლიძის მიერ “გაჟღერებული”…

იცით, ალბათ, ეს ქალბატონი ვინცაა… ის რუსეთში ნალოლიავები ქალბატონია, შევარდნაძის მიერ განებივრებული ფინანსურად, თუ არ ვცდები, ბიძინა ივანიშვილის “სტიპენდიანტიცაა”. ახლა გამოხტა ეს ქალბატონი ურცხვად და ამბობს: “რუსეთის დანგრევას მოვესწრები!”

მასზე სამარცხვინო ბუბა კიკაბიძე თუ იქნება, თორემ მეტი არავინ მეგულება. ასეთი ადამიანები, როგორიც ქეთი დოლიძეა, “ოცნების” ხელისუფლების ხელდასმულები არიან, მაგრამ არა ღარიბაშვილის ერთგულები, ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება. ასეთი ადამიანები საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პროპაგანდა სულ სხვაა და, რასაც თვითონ ამბობენ – სულ სხვა. ეს ძალიან საშიშია ქვეყნისთვის, პოზიციები ასე არეულ-დარეული ერთმანეთში არ უნდა იყოს, ხელისუფლება თავის თავთან არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში და რაღაც ლოგიკურ პოლიტიკურ ხაზს უნდა ატარებდეს.

“ნაცმოძრაობის” პოზიცია გასაგებია. ამ პარტიის დეგენერატი მხარდამჭერები რას იტყვიან, არავისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ, როდესაც “ქოცი” ქეთი დოლიძე ლაპარაკობს, რუსოფობებიც აღფრთოვანებულნი არიან. მერე გვიკვირს, რატომ იწყება დისკრიმინაცია რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ. ეს დისკრიმინაციული პროცესი კი იმიტომ დაიწყო, რომ საბოლოოდ მოხდეს დესტაბილიზაცია, აირიოს ვითარება და მცოცავი გადატრიალება მოხდეს ქვეყანაში, რაც საქართველოს “უკრაინიზაციას”, ანტირუსული მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევს.

საზოგადოებაში შორს წასული ფსიქოზის აღსაკვეთად, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის შემოღებისკენ და სალომე ზურაბიშვილის მოღალატებრივი საქმიანობის კონტროლისკენ მოვუწოდე, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი კობახიძემ ერთი კი დაიკნავლა, კანონმდებლობას ეთნიკური ნიშნით შევიწროებაზე გავამკაცრებთო, ეს იყო და ეს, მაგრამ, წინა პლანზე “ქეთი დოლიძეები” ჰყავთ, აფრიალებინებენ ყველას – სახელმწიფო თუ კერძო სექტორს, უყრაინის დროშებს. არადა, ეს უყრაინა მადლობასაც არ ეუბნება, ელჩი გაიწვია და საყვედურებით ავსებს საქართველოს ხელისუფლებას – შეშინებულსა და დაბნეულს, რომელმაც თვით იუსტიციის სახლს ჩამოაფხატა უზარმაზარი უყრაინული დროშა.

თუმცა ქეთი დოლიძეზე ნუ ვინერვიულებთ მაინცადამაინც, ვინაიდან რუსული ტანკების შემოგრიალების შემთხვევაშიც არ დაიკარგება – პირველი რუსოფილი გახდება და ეტყვის რუს სამხედროებს – სად იყავით აქამდე, დავიღალეთ თქვენი ლოდინითო!

ერთი დიდი “ქეთი დოლიძეა” დღევანდელი საქართველო…

 

გულბაათ რცხილაძე