პიოტრ ლუჩინსკი: “ჩვენ ვართ ნეიტრალური სახელმწიფო და არ ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას!”

მოლდოვას ხელმძღვანელობამ დაიკავა სწორი და დაბალანსებული პოზიცია უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობის შესახებ, რესპუბლიკის მოქალაქეებს მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პანიკის საფუძველი არ აქვთ, – განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა პიოტრ ლუჩინსკიმ.

„მოლდოვას ხელმძღვანელობამ დაიკავა ძალიან სწორი და დაბალანსებული პოზიცია. პრეზიდენტმაც, კაბინეტის ხელმძღვანელმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური სახელმწიფო და არ ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას. ეს მოლდოვას ეხმარება, რომ არ იქნას ჩათრეული შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პრიდნესტროვიესთან. მუდმივი დიალოგი, კიშინიოვისა და ტირასპოლის ოფიციალური წარმომადგენლები ხვდებიან და განიხილავენ მიმდინარე საკითხებს”, – განაცხადა მან.