ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდება.
„ნატოში არ გვღებულობენ და კარგა ხანს არც მიგვიღებენ. ამიტომ უმჯობესია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე ვიფიქროთ. საქართველოში ამერიკული ბაზა უნდა განთავსდეს“, – აცხადებს ნათელაშვილი.