შედეგი რა მივიღეთ? გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შესახებ მოისმინეთ?

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სალომე  ზურაბიშვილი ვიზიტებზე საუბრისას, ამბობს:

“ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც მომგებიანი თემაა. მათი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არა ჩემი ნათქვამით, მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი. მათი აზრით, მომგებიანი თემაა და უკრაინის საკითხებზე წავედი, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის? ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი? შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ასე, ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ? გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შესახებ მოისმინეთ?”

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მას ოფიციალურ ვიზიტებზე უარი უთხრა “ქართულმა ოცნებამ”, რის შემდეგაც, პირადი კონტაქტები გამოიყენა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე აქვს განცხადება შეტანილი, ქვეყანას ლობისტები ევროკავშირში დღეს ძალიან სჭირდება. რა ჩამოიტანა ზურაბიშვილმა და რას აკეთებს “ოცნება”, რას ეუბნება პარტნიორ ქვეყნებს და როგორ, ეს შედეგებზე აისახება და გამოჩნდება.

 

“ალია”