სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა მის მხრიდან მთავრობასთან შეუთანხმებლად გადადგმული ნაბიჯების გამო დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია – ლადო ბოჟაძე პრეზიდენტზე.
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებას და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მართლა გაუგებრობაში აღმოჩნდა და მალე ყველაფერი გაირკვევა.
– “მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას” ეს სიტყვები ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში წარმოთქვა. სამწუხაროდ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა მის მხრიდან მთავრობასთან შეუთანხმებლად გადადგმული ნაბიჯების გამო დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია! იმედი მაქვს საქართველოს პრეზიდენტი მართლა გაუგებრობაში აღმოჩნდა და მალე ყველაფერი გაირკვევა“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
წყარო: ptn.ge