გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რათა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ნავთობისა და გაზის მიწოდების გზები განიხილოს.
Sky News-ის ინფორმაციით, ჯონსონი მოლაპარაკებებს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან გამართავს და მისი მიზანია ევროპის რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.
ამასთან, ბორის ჯონსონი რეგიონის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლისა და სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავს