ჩემი შვილი პიარის დიდი სპეციალისტია და კარგი იქნებოდა მისი ყოფნა უკრაინაში

ჩემი შვილი პიარის დიდი სპეციალისტია და კარგი იქნებოდა მისი ყოფნა ზელენსკის გვერდით – გიული ალასანია.

– “2008 წელს, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში და იდგა მიხეილ სააკაშვილის გვერდით, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვხედავთ ზელენსკის შემთხვევაში, სწორედ ამ ვითარებაში, ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი შვილის ყოფნა მის გვერდით იმიტომ, რომ კონტაქტების, პიარის ძალიან დიდი სპეციალისტია” – განაცხადა გიული ალასანიამ “მთავარი არხი”-ს გადაცემა “ღამის მთავარში” ჩართვისას.

მე, პოსტსაბჭოთა სივრცეში არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც მოახერხებდა იმას, რომ ამდენი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ჩამოიყვანა, ამდენი საგარეო საქმეთა მინისტრო ჩამოიყვანა, როგორც ეს მოხერხდა ჩემი შვილის შემთხვევაში, ხომ იყო ეს ასე, ეს ხომ ფაქტია? – განაცხადა გიული ალასანიამ.

წყარო: itv.ge