ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი რაკეტა ისროლა, რომელიც გაშვებისთანავე აფეთქდა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გაისროლა, რომელიც გაშვებისთანავე აფეთქდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარმომადგენლის თქმით, რაკეტა ფხენიანის გარეუბანში, სუნანის აეროდრომის ტერიტორიიდან გაისროლეს.

წარუმატებელი გაშვების ფაქტი დაადასტურა იაპონურმა ტელე-რადიო კომპანია NHK-მაც.

2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ უკვე მეათე რაკეტა გამოცადა.