უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გერმანიის უმსხვილესი ენერგოკონცერნი, E.ON რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს.
„უკრაინის ომის გამო, ჩვენ შევწყვიტეთ გაზის შესყიდვა ამ კომპანიებისგან“, – განაცხადა E.ON-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონჰარდ ბირნბაუმმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, E.ON, ევროპის ენერგეტიკული ქსელების უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც Nord Stream 1-ის 15,5%-იან წილს ფლობს. ასევე ცნობისათვის: გერმანიაში 2022 წელს ბუნებრივ აირზე ფასები 20%-ით / ტონაზე, გაიზარდა. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს 0,65 ევროცენტით მეტს 1 კილოვატსაათ გაზის მოხმარებაზე. საბითუმო ფასები განუხრელად იზრდება. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, 2020 წელთან შედარებით, ფასი 560%-ით (!) იყო გაზრდილი, რასაც ანტირუსული სანქციების შედეგად გაძვირებაც დაემატა. გერმანიაში 970-მა მომწოდებელმა გააძვირა გაზი. საშუალოდ, ფასმა 75%-ით მეტი შეადგინა. ცალკეულმა მომწოდებლებმა სულაც შეაჩერეს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და ხელშეკრულებები გააუქმეს. (იხ. წყარო).