“ტვ პირველის” ინფორმაციით, ინტერნეტსივცეში ,,კიბერკამარას” სახელით გავრცელდა საუბარი და “კიბერკამარას” მტკიცებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვი სატელეფონო ჩანაწერი.
ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს, “კიბერკამაარას” მტკიცებით და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.
“არ შემეძლო რომ არ მომელოცა, ძალიან მიყვარხარ, როგორც დაგპირდი, გაზაფხულზე ჩამოვალ და ვნახავ რას აშენებ. არ დაივიწყო, რომ ჩემი სახით კარგი მეგობარი გყავს” – ისმის ვიდეოში სიტყვები
მასალის ავთენტურობა დაუდგენელია.