ისრაელმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღაშფოთა

ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილებს არ მიიღებს. ისრაელში მოსახვედრად, უკრაინელებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, იუწყება უკრაინული მასმედია.. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ამ გადაწყვეტილების გამო აღშფოთება გამოხატა და მას “არამეგობრული ნაბიჯი” უწოდა.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან უკრაინა სულ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში. ასე, უმაღლესმა რადამ 26 მარტიდან საომარი მდგომარეობა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა. მან ასევე დაამტკიცა კანონი პატიმართა გათავისუფლების შესახებ – მსჯავრდებულთა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ასეთ არასტაბილურ ქვეყნებს ისრაელის მთავრობა კარს არ უხსნის, მათ შორის, არც ლტოლვილებს.