ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 800 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინისთვის, სავარაუდოდ, დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ განცხადებას გააკეთებს, – СNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

 

მათივე ინფორმაციით, ახალი პაკეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც მოიცავს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შესაჩერებლად აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას და გამოყოფილი თანხა შეადგენს 13.6 მილიარდ დოლარს.