საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის შიდა ტურიზმის მონაცემებს ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, წინა წელს 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 245 100-ს მიაღწია.
ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, ყოველთვიურად საქართველოს მოქალაქეები საშუალოდ 662 600თვიზიტს აწყობდნენ, რაც 2020 წლის მონაცემებზე 36,7%-ით მეტია.
საქსტატის მიხედვით, ყველაზე ხშირად ვიზიტორები ჩამოდიოდნენ თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
გამოკითხული ვიზიტორების უმეტესობა (კმაყოფილი 58,6% და ძალიან კმაყოფილი 26,5%) ამბობს, რომ, ჯამში, ვიზიტით კმაყოფილია, უკმაყოფილო კი ჯამში – 13,1%-ია.
რაც შეეხება ვიზიტის მიზანს, უმეტესობა აცხადებს, რომ სხვადასხვა რეგიონში საყიდლებზე წავიდა, გართობა კი დასახელებულ მიზნებს შორის მეხუთე ადგილზეა.
“ნეტგაზეთი”