“მხეცი სულ სხვაგან ზის, არც კრემლში და არც თეთრ სახლში, არც რადაში და არც დუმაში”

მხეცი სულ სხვაგან ზის, არც კრემლში და არც თეთრ სახლში, არც რადაში და არც დუმაში.
მხეცი ჭადრაკს თამაშობს ცვილისგან თლილი ფიგურებით.

როქი…როქი..
-იქნებ კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა შემოვიყვანო ცინკის დაფაზე?-მხეცი ბორგავს, ქრისტეს სისხლი ნახა და ახლა ვეღარ ჩერდება.
ბეჭებზე დადებული საქართველო უნდა!
-მანდ ხომ ბევრი პაიკია გეკადრება?
-მანდ მეფეები არ კვდებიან!მინდა!მინდა!მინდა!
მანდ ხვამლია, მანდ ამირანია, მანდ სვეტია ცხოველი, მანდ პატარა გოგოს დაწნილი ჯვარია, რომელსაც ეთაყვანებიან, მანდ ვაზია…
უნდა
დ ა ვ ა მ თ ა ვ რ ო, აღდგომამდე სუსტები არიან!
მხეცი შფოთავს,გვეძახის და გვითრევს…
ო, როგორ უნდა ცინკის დაფაზე ორმაგი ქიში და შამათი …
დღეს 12.00 სრულიად საქართველოში სანთლები აინთება!
ეს მაცხოვრის სულია…
მშვიდობა განტევების ვაცად გცეულ მამულს…
ფ რ თ ხ ი ლ ა დ!
მხეცის ცხელ სუნთქვას ვგრნობ…

ლალი მოროშკინა; სოციალური ქსელი