პრემიერი პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის დღეს ბათუმში უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის დღეს ბათუმში უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

“ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა,” – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

“რ2”