რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პროდასავლური განწყობის მქონე რუსებს „ეროვნულ მოღალატეებს“ უწოდებს. ამის შესახებ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
„დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც აქ შოულობს ფულს, მაგრამ იქ ცხოვრობს. „იქ ცხოვრებაში” მე არ ვგულისხმობ სიტყვის გეოგრაფიული გაგებით, არამედ მათი აზროვნებით, მათი მონური ცნობიერების მიხედვით. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ხამანწკებისა და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება”, – განაცხადა პუტინმა.