.სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიდის და ზურაბიშვილს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს და ვიზიტისთვის ლოჯისტიკურ დახმარებას სთავაზობს.

„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა“, – აცხადებს სააკაშვილი.

 

“ნეტგაზეთი”