ამიერიდან, რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.