გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერიშს მიაჩნია, რომ რუსეთის წევრობის შეჩერება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში (UNWTO) დამღუპველ პრეცედენტს შექმნის სისტემის ფუნქციონირებაში, განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
მანამდე აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანამ: ლიეტუვამ, გვატემალამ, პოლონეთმა, სლოვენიამ და უკრაინამ წამოაყენა. მსგავსი ზომების მიღება მათ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო მოითხოვეს.
ამასთან დიუჟარიკმა განმარტა, რომ გუტერიშს არ შეუძლია UNWTO-ში რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
„როგორც იცით, გენერალურ მდივანს არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ორგანიზაციის სისტემის სპეციალიზებული დაწესებულებაა. <…> თუმცა [ანტონიუ გუტერიშს] მიაჩნია, რომ ამან შეიძლება დამღუპველი პრეცედენტი შექმნას მრავალმხრივი სისტემის ფუნქციონირებისთვის“, — აღნიშნა დიუჟარიკმა.
მანამდე UNWTO-ს აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა უახლოეს დროში რიგგარეშე გენერალური ასამბლეის ჩატარებას, რომელზეც რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი გადაწყდება — უკრაინაში დაწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო.