კოვიდინფიცირების 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 913 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,76%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 1 395 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 839 891 აცრა გაკეთდა.