მარიუპოლის აეროპორტი მთლიანად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა, იუწყება “რია ნოვოსტის” კორესპონდენტი.
რუსულივე ინფორმაციით, მარიუპოლის აეროპორტი ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც უკრაინელი ნაციონალისტებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ)-ს მიერ საპატიმრო და საწამებელი კამერები იყო მოწყობილი.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები გრძელდება, ისმის სროლის, აფეთქებების და საარტილერიო ზარბაზნების ხმები. ცენტრისკენ მიმავალი მთავარი გზები გადაკეტილია ბარიკადებით.