მოსკოვი ისმენს, ხედავს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებს, რაც ფაქტობრივად პუტინის პირადი შეურაცხყოფაა – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, პირადი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მოსკოვი ისმენს, ხედავს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, უკვე ყოველდღიურ განცხადებებს, რაც ფაქტობრივად პუტინის პირადი შეურაცხყოფაა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვმა დასძინა, რომ არ სურდა ამ განცხადებებზე მკაცრი რეაგირება, ბაიდენის „გაღიზიანების, დაღლილობისა და გულმავიწყობის” გათვალისწინებით რომ „მეტი აგრესიულობა არ გამოეწვია“.

„პრეზიდენტ ბაიდენის გაღიზიანების, დაღლილობისა და გულმავიწყობის გათვალისწინებით, რაც იწვევს ასეთ აგრესიულ განცხადებებს, ჩვენ არ მივცემთ მკვეთრ შეფასებებს მის სიტყვებს, რათა არ გამოვიწვიოთ მეტი აგრესია”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წმ. პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პუტინს „მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი“ უწოდა.