რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის “ლუჟნიკიში” გამართულ მიტინგ-კონცერტზე ისაუბრა, რომელიც ყირიმის დაბრუნების მერვე წლისთავს დაემთხვა. რუსეთის ლიდერის ძირითადი განცხადებები “რია ნოვოსტის” მასალაშია მოცემული.
“საერთო ბედით გაერთიანებულ ჩვენს მიწაზე – ალბათ ნამდვილად ასე ფიქრობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, როცა 2014 წლის 18 მარტს ყირიმსა და სევასტოპოლში რეფერენდუმზე მივიდნენ. ისინი ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საკუთარ მიწაზე. და მათ სურდათ, საერთო ბედით ეცხოვრათ თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან, მათ ჰქონდათ ამის სრული უფლება და მიაღწიეს მიზანს.
ყირიმელები და სევასტოპოლელები სწორად მოიქცნენ, როდესაც ნეონაცისტებსა და ექსტრემისტ ნაციონალისტებს უარი უთხრეს. რაც სხვა ტერიტორიებზე მოხდა და ახლაც ხდება, მათი ამ გადაწყვეტილების მართებულობის საუკეთესო დასტურია.
ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარებისათვის. საჭირო იყო ისეთი რამის გაკეთება, რაც შეუიარაღებელი თვალით მაშინვე არ ჩანს. მიღებული ზომები ფუნდამენტური ხასიათისაა: გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, კომუნალური მომსახურება, საგზაო ქსელის აღდგენა, ახალი გზების, ავტომაგისტრალებისა და ახალი ხიდების მშენებლობა” – აღნიშნა საზეიმო მიტინგზე ვლადიმირ პუტინმა.