უკრაინელი პოლიტიკოსები ეთნიკური რუსების უკრაინიდან გაძევების მომხრე არიან – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა თუ რას ნიშნავს რუსეთის ხელისუფლებისთვის დენაციფიკაციის პროცესი.

როგორც ლავროვმა RT-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინაში დენაციფიკაცია გულისხმობს ნებისმიერი კანონის გაუქმებას, რომელიც დისკრიმინაციას ახდენს რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ.

სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები მომხრე არიან, უკრაინიდან ეთნიკური რუსები გააძევონ.

„უკრაინიდან რუსების გაძევების იდეა ჯერ კიდევ აქვთ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, მაგალითად ოლეგ ტიაგნიკოვი, ის არის რადიკალური პარტიის წარმომადგენელი. ის საუბრობს დერუსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ, როგორც ის უწოდებს ამას. ის ამბობს, რომ ეთნიკურ რუსებს არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი იდენტობა, ენა ან ისტორია უკრაინაში“, – თქვა მან.

ამასთან,სერგეი ლავროვის თქმით, იმისთვის, რომ არსებული ვითარება უკეთ გახდეს გასაგები, აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვების გახსენება.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა შემდეგი: „თუ ფიქრობ, რომ რუსი ხარ, ან თუ გინდა იყო რუსი, იმეგობრეთ რუსეთთან, გთხოვთ, წადით რუსეთში“. მან ეს რამდენიმე თვის წინ თქვა“, – დასძინა სერგეი ლავროვმა.