სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის.
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ვერ გადავა დაპირისპირების სტადიაზე, ხოლო კონფლიქტები და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის, განუცხადა სი ძინპინმა ბაიდენს.
„უკრაინის კრიზისი არის ის, რისი დანახვაც ჩვენ არ გვსურს“ – აღნიშნა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართონ ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით და ორივე მხარემ ასევე უნდა აიღოს სათანადო საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გაწიოს მსოფლიოში მშვიდობისთვის.
წყარო: newposts.ge