შეერთებულ შტატებში დიდ კორუფციულ სკანდალზე ალაპარაკდნენ!

შეერთებულ შტატებში დიდ კორუფციულ სკანდალზე ალაპარაკდნენ, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკრაინის კრიზისთან და ასევე პირდაპირ ეხება აშშ-ს ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მის შვილს.

The New York Times-ის რედაქტორებმა, რომლებიც ლიბერალური ამერიკის რუპორები გახლავთ, მოულოდნელად გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ადასტურებს თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჰანტერ ბაიდენის ვაჟის, ორი წლის წინ გაჟონილი წერილების ავთენტურობას. წერილში სამართლებრივი პრობლემების შესახებ არის საუბარი, რომელიც ჰანტერის კომპანიებს შეექმნათ უკრაინაში.

ბაიდენის შვილი უკრაინაში არა ერთ ფინანსურ მახინაციაში და კორუფციულ გარიგებებში ამხილეს.

ირკვევა, რომ ჰანტერი უკრაინაში გამომუშავებულ ფულს ამერიკულ საშემოსავლო სამსახურებს უმალავდნენ და მათ არა ერთხელ მოუწიათ სოლიდური ჯარიმის გადახდაც.
პარალელურად კი შტატებში ათეთრებდნენ უკრაინაში ნაშოვნ ბინძურ ფულს.

2020 წლის არჩევნების წინა დღეებში მთელმა ლიბერალურმა არმიამ ერთხმად უარყო ჰანტერის წერილების ავთენტურობა და მათ “რუსული დეზინფორმაცია” უწოდა. ამ წერილების გამოქვეყნებისთვის მასიურად დაიბლოკა ანგარიშები სოციალურ ქსელებში. გავიდა რამდენიმე წელი – ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ჰანტერის წერილები ნამდვილი იყო და მას ფედერალური გამოძიება ჭირდება კორუფციისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო.

ლიბერალური პრესა იმედოვნებს, რომ უკრაინის კრიზისი საშუალებას მისცემთ ეს „არასასიამოვნო“ დღის წესრიგი უკანა პლანზე გადავიდეს. თუმცა, მომავალი კონგრესის არჩევნები ბაიდენების ოჯახისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთის მომწყობი იქნება.

რესპუბლიკელები უკვე ადგენენ ბაიდენის გუნდის თანამდებობის პირთა სიებს, რომელთა საქმიანობასაც გამოიძიებენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ისინი ემზადებიან უკრაინაში ბაიდენების ოჯახის ფინანსური და კორუფციული მახინაციების გამოსაძიებლად.

თუ ეს მოხდება, მაშინ მთელი შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში განიხილება, როგორც ბაიდენის ოჯახის მცდელობა, აირიდოს პასუხისმგებლობა მათ ბიზნეს მაქინაციებზე.

ყველასთვის ცხადი გახდება, თეთრმა სახლმა თუ რატომ გადაიტანა უკრაინაში ამ რაოდენობის იარაღი იმ იმედით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დიდი კონფლიქტის პროვოცირება, რომელიც ყველაფერს გადაფარავდა და ამით ბაიდენების ოჯახის კორუფციული სკანდალები აღარსად გამოჩნდებოდა.

მანამდე EADaily-ი წერს, რომ ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული ერთ-ერთი საინვესტიციო ფირმა დაეხმარა ჩინურ კომპანიას ამერიკულისგან მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კობალტის მაღარო შეეძინა.

წყარო: ptn.ge