85 წლის სილვიო ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ იქორწინა – ვინ არის მისი 32 წლის რჩეული?
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სკანდალებით ცნობილმა 85 წლის სილვიო ბერლუსკონიმ 32 წლის დეპუტატ მარტა ფაშინაზე იქორწინა.
“მე არ შემეძლო ცხოვრება შენს გარეშე, შენ შეავსე ის…“ – ეს სიტყვები უთხრა სილვიო ბერლუსკონიმ საყვარელ ქალ მარტა ფაშინას საქორწინო ცერემონიალზე. წყვილი ორი წელია უკვე ერთად ცხოვრობს. ქალი აგარკზე მასთან საცხოვრებლად, ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა, ვიდრე ის 34 წლის ფრანჩესკა პასკალესთან დაასრულებდა ურთიერთობას, რომელსაც, როგორც ამბობენ, მათ შორის არსებულ კავშირზე ეჭვიც კი არ ჰქონდა.
ამჯერად მარტამ და სილვიომ სიმბოლური ქორწილი გადაიხადეს და ქორწინების ფიცი დადეს. ოფიციალური ქორწინების წინააღმდეგი ბერლუსკონის შვილები იყვნენ, რადგან ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ მარტას მეუღლის ქონებიდან 6 მილიარდი დოლარის მიღება შეუძლია.
ცერემონია ვილა გერნეტოს მამულში გაიმართა. მარტას ანტონიო რივას მდიდრული საქორწინო კაბა ეცვა, ოთხმეტრიანი შლეიფით. პოლიტიკოსს კი “არმანის” ლურჯი კოსტიუმი ეცვა. წყვილი სტუმრებს ლანჩით გაუმასპინძლდა.
მილანური მედია იუწყება, რომ საქორწინო ცერმონიალი ცნობილი დიზაინერების მიერ იყო გაფორმებული და სტუმრების ხელსახოცებზე მათი სახელები და გვარები იყო ამოქარგული. ქორწილს ესწრებოდნენ ბერლუსკონის შვილებიც.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. მაგრამ წლების განმავლობაში მედია წერდა, რომ ქორწინების პარალელურად მას მუდმივად ჰქონდა რომანები. 2011 წლიდან ბერლუსკონი 26 წლის მოდელ ფრანჩესკა პასკალესთან ერთად ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა 9 წელი გაგრძელდა. ქორწინებაც სურდათ, მაგრამ მაშინ ცერემონიალი არ შედგა.
წყარო: newposts.ge