ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად იმღერეს

ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ონლაინკონცერტზე იმღერეს.

მომ­ღერ­ლებ­მა ან­ჟე­ლი­კა ვა­რუმ­მა და ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ონ­ლა­ინ­კონ­ცერ­ტზე FOR UKRAINE ფული იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის შეგ­როვ­და, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­თან ერ­თად იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ქვე­ყა­ნა.

კონ­ცერ­ტის მო­საწ­ვევ­ში ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თი­დან, ხოლო ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი უკ­რა­ი­ნი­დან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი და­ი­ბა­და ლვოვ­ში და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მან არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ ნა­თე­სა­ვებ­ზე.

მა­ნამ­დე მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობ­და “ოკუ­პი­რე­ბულ” ყი­რიმ­ში გამ­გზავ­რე­ბა­სა და იქ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ზე.

წყარო: itv.ge