არასდროს ისე არ იტყუებიან, როგორც არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ! ოტო ბისმარკის ეს შესანიშნავი ფრაზა რატომღაც მიივიწყა დღეს ბევრმა და ტელევიზიებით გადმოცემული ინფორმაცია ყველას აბსოლუტური ჭეშმარიტება გონია. არადა სადეზინფორმაციო საშუალებები ახლა უფრო გაცხოველებით აგრძელებენ ადამიანთა თავში ტყუილების ჩაჭედვას და მათ უკარგავენ სწორი განსჯის უნარს.
კონსერვატორული პარტიის ოფისებთან ერთი-მეორის მიყოლებით (არ ვიცი სპონტანურადაა თუ გეგმიურად), უკრაინის ფაშისტური რეჟიმის მომხრე ქართველები ატარებენ საპროტესტო მიტინგებს და ითხოვენ პუტინისტური პარტიის (მათი სიტყვებია) აკრძალვას. ერთ ასეთ მიტინგს მეც გადავაწყდი. და მინდა ამ წუმპიდან ამოვიყვანო და თქვენ წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ამ საპროტესტო მიტინგის მონაწილე. სხვათა შორის ვინ არ შევიცანი იქ. ექიმი, ადვოკატი, ყოფილი ჯარისკაცი, ელექტრიკოსი, “ბირჟავიკი”…
წარმოგიდგენთ დღევანდელი ლიბერალების ნათელ სახეს ნონა მასწავლებელს. დიახ მასწავლებელს. ეს მასწავლებელი კონსერვატორების ოფისთან აპროტესტებდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
ნონა საკმაოდ ასაკიანი მასწავლებელია. წარმატებული მასწავლებელი იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. იყო აქტიური კომუნისტი, აქტიური კომკავშირული და აქტიური ათეისტი და ამას ჩადიოდა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე – იმიტომ, რომ განიცდიდა მაშინდელი იდეოლოგიის ძლიერ გავლენას.
ახლა ნონა მასწავლებელი დღევანდელი გაბატონებული იდეოლოგიის გავლენის ქვეშაა მოქცეული და როგორც მაშინ კომუნისტების დროს, ახლაც სრულად დაკარგული აქვს განსჯის უნარი. კრიტიკული აზროვნების უნარი. ის ახლა “მორწმუნე მართლმადიდებელია”, დასავლეთის მეხოტბე და რუსეთის მტერი. ნონა მასწავლებელი სრულიად უანგაროდ მივიდა ანტიპუტინისტურ აქციაზე და საკმაოდ აქტიურობდა.
აი ასეთ მასწავლებლებზე დგას დღეს საქართველო. გეკითხებით რა უნდა ასწავლოს ახლა ამან ბავშვს, როცა მისი საკუთარი თავი და ბოლო ვერ გაუგია.
ნონა კომუნისტი იყო და კბილებით იცავდა პარტიას, როცა პარტია გაბატონებული იყო ქვეყანაში. დაიშალა პარტია და ნონა დღეს. კომუნისტებს დასცინის და მოღალატეებს უწოდებს. დღეს მე რომელიც კომუნისტი არასდროს ვყოფილვარ გამოვედი კომუნისტების დამცველი.
თუ ნატომ გაიმარჯვა (ეს აბსოლუტურად გამორიცხულია) ის დაასრულებს მართლმადიდებლებას რუსეთში და აქაც, ეს ეჭვგარეშეა. ნონა მასწავლებელი იმ დღესვე იწამებს ახალ გაბატონებული რელიგიას. შთააგონებენ, რომ მართლმადიდებელობა იყო ბოროტი სარწმუნოება და, მაგალითად, “იეჰოველობაა” კარგი. და ნონა ისე “გაიეჰოველოდება”, რომ სამწუხაროდ, ვერც გაიაზრებს, რა გარდატეხა მოხდა მის არსებაში. ეს მოხდება თავისთავად, სპონტანურად და ნონა მასწავლებელი დაუწყებს ყოფილ რელიგიას გინებას.
და მე, ათეისტი, გავხდები ქრისტიანობის დამცველი.
რა ქნას ნონა მასწავლებელმა? მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას უჭედავენ მუდამ თავში და ამასაც ის აბსოლუტურად ჭეშმარიტი ჰგონია.
ნონა მასწ., არასდროს ისე არ იტყუებიან, როგორც ომის დროსო. გააყანყალე ცოტა თავი, რომ სხვა კუთხითაც შეხედო რაიმე მოვლენას.
მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ სხვა თვალით არ შეხედოთ რამეს. თქვენ მხოლოდ გაბატონებული იდეოლოგიით აღიქვამთ საგნებს და ამიტომ ჭეშმარიტებიდან ძალიან შორს ხართ.
ირაკლი დოჭვირი