სამწუხაროა, რომ “ჯივიპის” ქსელი არის მოძველებული – კახა კალაძე

კახა კალაძე – სამწუხაროა, რომ “ჯივიპის” ქსელი არის მოძველებული და ბევრ უბანში, ბევრ რაიონში პრობლემას წარმოადგენს – ამ პრობლემის მოგვარება გარკვეული ინვესტიციებით შესაძლებელია.

„ჯივიპის” ქსელი არის მოძველებული და ზოგადად, ქალაქში, ბევრ უბანში, ბევრ რაიონში პრობლემას წარმოადგენს – ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი დაზიანებების გამო, წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯივიპი” მუდმივად მუშაობს.

“სამწუხაროა უბრალოდ, რომ “ჯივიპის” ქსელი არის მოძველებული და ზოგადად, ქალაქში, ბევრ უბანში, ბევრ რაიონში პრობლემას წარმოადგენს. თუ დააკვირდებით, შემთხვევითი არ არის ის რომ, სადაც დედაქალაქის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებით შედის, ყველგან ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, იმიტომ რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა კომუნიკაციების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათი განახლება, მოწესრიგება არის ერთ-ერთ პრიორიტეტი. არის ასევე ავარიები და რა თქმა უნდა, კომპანია მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება დროულად იქნას მოგვარებული. დიდი დისკომფორტია, პრობლემა არის, მაგრამ შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება გარკვეული ინვესტიციების თვალსაზრისით” – განაცხადა კალაძემ.

წყარო: itv.ge