“არაფრისმაქნისი ერთუჯრედიანი ნაგავი დასავლურს ორიენტაციას ამოფარებული, დასავლურ ორიენტაციაზე სპეკულირებს და უკვე 30 წელია ბილწავს ყველაფერს”

დასავლურ ორიენტაციას რაც შეეხება,
კარგად წაიკითხეთ თითქოს “დასავლური ორიენტაციის”
მქონე, სინამდვილეში ერთუჯრედიანმა ბინძური
იდეოლოგიით გასრესილმა არაფრისმაქნისმა და
არაფრისმცოდნე უბადრუკმა და უტიფარმა ადამიანებმა!

საერთოდ თუ გცხიათ რაიმე დასავლური კულტურისა,
ყველაფერი იმ შესანიშნავისა, რამაც დასავლეთს
უდიდესი წარმატება მოუტანა.
ერთი კუანა არაფრისმაქნისი ერთუჯრედიანი ნაგავი
დასავლურს ორიენტაციას ამოფარებული, დასავლურ
ორიენტაციაზე სპეკულირებს და უკვე 30 წელია ბილწავს
ყველაფერს.
ნაგავი გასატანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ავანსცენიდან, სანამ ამ ნაგავს ქართველები გაუტანია საქართველოდან!
____________________
აი, რა არის დასავლეთი და დასავლური ორიენტაცია!
“დასავლური ორიენტაცია – ეს არის ღრმა ცოდნა ამ
მართლაცდა უმძლავრესი კულტურისა, რომელმაც
პირველად გახსნა ადამიანის შესაძლებლობები, ნიჭიერ
ადამიანებს შეუქმნა ალტერნატივა – მიმართა რა მათი
ნიჭიერება და ძალისხმევა მეცნიერებისა და ტექნიკისაკენ,
ანუ ცოდნის შექმნისაკენ, – ერთადერთი ფაქტორისაკენ,
რომელიც უზრუნველყოფს განვითარებას, შექმნა
სახელმწიფოს კონსტუქცია თანხმობის საფუძველზე,
დააწესა ადამიანებს შორის ურთიერთობის მთავარი
მარეგულირებლები ნორმები!
განავითარა განათლება, გააჩინა სტიმულები ადამიანური
კაპიტალის განვითარებისათვის, ღრმა პროფესიული
ზრდისათვის,
დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით
უზრუნველყო ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფიდან სხვა
ჯგუფებზე ძალაუფლების გადაცემის მექანიზმი, შექმნა
კეთილდღეობა პროდუქტიული შრომის ხარჯზე და
მიაღწია განვითარებას!
რა გაკეთდა საქართველოში ამის მსგავსი, გარდა ყალბი
იდეოლოგიური დემაგოგიისა და უტიფრობისა,
გადატრიალებებისა და განადგურებისა, ხალხის
გაღარიბებისა და განათლების ფსევდო-განათლებით
ჩანაცვლებისა, პირადი გამდიდრებისა სახელმწიფოს
ნგრევის ხარჯზე?!
არაფერი!
ის, ვინც არ მიისწრაფვის იქითკენ, რაც ზემოთ დავწერე,
ვისაც არაფერი გაეგება დასავლური ცხოვრების წესისა,
თუ როგორია რეალურად ადამიანთა მენტალური
კონსტრუქცია, პასუხისმგებლობა ოჯახისა და შვილების
წინაშე, პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოს
წინაშე, – დასავლური ორიენტაციისა ვერ იქნება და არც
არის!
თუ მახინჯი იდეოლოგიის 30-წლიანი გავლენით
დასავლური სამყაროს უძლიერესი მხარეები
განვითარების თანმხლებ “გვერდით ეფექტებამდე”,
ჭუჭყამდე და მიზანმიმართულ დეფორმაციულ
წარმოდგენებამდე დაუყვანეს ქართველებს,
შედეგად მივიღეთ ნეოტოტალიტარული აზროვნების
ყალბი წარმოდგენების უტიფარი, დაბალი განათლების
აგრესიული და სიყალბით გაჟღენთილი ადამიანები,
რომელთა აზროვნება დიამეტრალურად განსხვავდება
დასავლური აზროვნებისაგან.
30 წელი საოცრად დიდი დროა, რომ დასავლური ტიპის
სახელმწიფო, სამართალზე აგებული სახელმწიფო,
მომავალზე შეთანხმებული საზოგადოება და განათლებასა
და მეცნიერებაზე, ადამიანის განვითარებაზე
ორიენტირებული სახელმწიფო აგვეგო!
არა!
ეს არ იდგა დღის წესრიგში!
დემაგოგიაში, რენტის ძიებაში, დასავლური დაფინანსების
ძიებაში, სახელმწიფოს ინტერესებისა და მისი ხალხის
მომავლის პერსპექტივების დავიწროვებაში გავლიეთ,
საერთაშორისო ავტორიტეტი დავიკნინეთ, დაცინვის
დონემდეც კი, რადგან ყველას დავანახეთ, რომ გვყავს
ყალბი, დემაგოგიაში ჩაფლული და კომპრადორული
ელიტები, და პროქსი-პოლიტიკური ჯგუფები, უუნარონი
იმისა, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგან დასავლური
ტიპის სახელმწიფოს აგებისათვის.
დემაგოგია და ყალბი ფრაზეოლოგია – არ არის
დასავლური ორიენტაცია!
დასავლური ორიენტაციაა – განვითარება და კეთილდღეობაა!
დამანახეთ ერთი პატარა ჯგუფი ამ უსაშველო
არაფრისმაქნის დემაგოგებეს შორის, ვისაც ესმის ის, რაც
დავწერე და მიისწრაფვის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებისათვის,
ქართული საოცარი კულტურის განვითარებისათვის,
ქართველის, როგორც მართლაცდა ძალზე კარგი
პოტენციური შესაძლებლობების მქონე ადამიანის
განვითარებისათვის და არა მისი დაკნინებისათვის!
ვერ დამანახებთ!
ამიტომაც მაქვს აგრესიული დამოკიდებულება ამ სიყალბისადმი, ამ ნეოტოტალიტარული სიშლეგისადმი და სიცრუისადმი და ყალბი ადამიანებისადმი!
საბჭოთა დრო რომ იყოს თითქმის უკლებლივ, ყველა ე.წ. თითქოს “დასავლური ორიენტაციის” უყალბესი ადამიანები საქართველოს კომპარტიისა და კომკავშირის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების თანამშრომლები და აქტივისტები იქნებოდით, – მეტს თქვენი დონე ვერ გაქაჩავდა! სახეზე გაწერიათ რა დონის სულიერი მემკვიდრეები ხართ ყველაცუდი ხარისხის საბჭოთა დროის კომკავშირლებისა და 20-იანი წლების გონებააშლილი ბოლშევიკებისა”

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი