ოპოზიციური დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ჩემი ინფორმაციით, ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გზავნილი რუსეთისგან – რუსეთმა დახურული ხაზებით ხელისუფლებაზე ზეწოლა უკვე დაიწყო”…
დეპუტატი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს და აღნიშნული ინფორმაცია არსაიდან არ დასტურდება. შესაბამისად, ეს არის ფეიკ-ნიუსი და ფეისბუკიდან უნდა წაიშალოს. ასე ვფიქრობთ ჩვენ.
თუმცა, საქართველოს რომ ნატოში შესვლა არ უწერია, ამაში ალბათ, სალომე სამადაშვილიც დარწმუნებულია.
რედაქცია