შავ ზღვაში რამდენიმე ასეული ნაღმი დაცურავს, რომელიც ოდესის პორტიდან გავრცელდა – რუსეთის მთავარი სადაზვერვო სააგენტო

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ შავ ზღვაში რამდენიმე ასეული ნაღმი დაცურავს, რომელიც ოდესის პორტიდან გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, ნაღმები, რომლებიც ზღვის ფსკერზე კაბელებით იყო დამაგრებული, გაწყდა და ისინი ახლა ზღვაში დაცურავენ.

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ნაღმები ოდესის პორტის დასაცავად ზღვაში განათავსეს, რის შესახებაც ინფორმაცია გაავრცელეს და საერთაშორისო სტანდარტები არ დაურღვევიათ.

მათივე ინფორმაციით, ნაღმების კაბელების დაზიანება შტორმმა გამოწვია და რამდენიმე ასეული ნაღმი შავ ზღვაში გავრცელდა. უკრაინული მხარე რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთს შავი ზღვის ნაწილის გაკონტროლების მცდელობა აქვს.